შონ ო’მალიმ მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოკლედ თქვა, რომ ბრძოლამდე ზედმეტად ბევრი ისაუბრა...
„მეტისმეტი დაპირება და ნაკლები შესრულება. ბოდიში, მიყვარხართ“, - დაწერა ო’მალიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლამდე შონ ო’მალი ამბობდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ოქტაგონზე მას დვალიშვილმა შანსი არ დაუტოვა და ქართველი UFC-ს ჩემპიონი გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არა უშავს ჭრელო ბიჭო )) იმ საქმეში, შენ რომ ხარ, ეგ პროფესიის აუცილებელ შემადგენელ ატრიბუტად ითვლება ))