ფეხბურთი

1:03 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის უნიკალური რეკორდი

პრემიერლიგის მე-4 ტურის შაბათის სათამაშო დღის მთავარი მოულოდნელობა „ენფილდზე“ მოხდა, სადაც „ლივერპულმა“ „ნოტინგემ ფორესტთან“ წააგო - 0:1. ერთადერთი გოლი ჰადსონ-ოდოიმ გაიტანა 72-ე წუთზე. ეს მერსისაიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის პირველი მარცხია პრემიერლიგაში.

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში ოთხ მატჩში 9 გოლი გაიტანა. ამის შესახებ Squawka გვამცნობს.

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბრენტფორდს“ ანგარიშით 2:1 მოუგო. „ქალაქელთაგან“ ორივე გოლი ჰოლანდმა გაიტანა. მან ამ სეზონში მანამდე ორი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„მანჩესტერ სიტი“ პირველ ადგილზეა. გუნდმა ოთხ მატჩში 12 ქულა დააგროვა. მეორეზე ისევ 9-ქულიანი „ლივერპულია,“ მაგრამ მას „ასტონ ვილა“ წამოეწია. ბირმინგემელებმა შინ „ევერტონი“ დაამარცხეს 3:2, დუბლი შეასრულა მასპინძელმა ოლი უოტკინსმა.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-4 ტური. 14 სექტემბერი: საუთჰემპტონი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:3, ბრაიტონი - იფსვიჩი 0:0, კრისტალ პალასი - ლესტერი 2:2, ფულემი - ვესტ ჰემი 1:1, ლივერპული - ნოტინგემ ფორესტი 0:1, მანჩესტერ სიტი - ბრენტფრდი 2:1, ასტონ ვილა - ევერტონი 3:2, ბორნმუთი - ჩელსი 0:1

0.125898