ფეხბურთი

23:51 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯამალ მუსიალამ „ბაიერნის“ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში 1998 წლის შემდეგ

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ ბუნდესლიგის მე-3 ტურის მატჩში „ჰოლშტაინთან“ მე-14 წამზე შეაგდო ბურთი მეტოქის კარში. ამრიგად, მუსიალამ გაიტანა „ბაიერნის“ ყველაზე სწრაფი გოლი ბუნდესლიგაში 1998 წლის იანვრის შემდეგ. ინფორმაციას Opta Sports ავრცელებს. მიუნხენელებმა საბოლოოდ 6:1 გაიმარჯვეს.

1998 წელს „ბაიერნის“ მოთამაშე ჯოვანი ელბერმა ბუნდესლიგის მატჩში მე-11 წამზე გაიტანა.

გასულ სეზონში მუსიალამ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 12 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121814