ფეხბურთი

22:37 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურში „კრაკოვიამ“ „პოგონი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ოთარ კაკაბაძემ საგოლე პასი მიითვალა.

„კრაკოვიას“ კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და მისი კარგი პასით მეოცე წუთზე ანგარიში მიკელ მაიგორმა გახსნა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მასპინძლებმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს.

„კრაკოვია“ 16 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „პუშჩას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119444