ფეხბურთი

21:44 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა პრემიერლიგაში 189 დღის განმავლობაში პირველად გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბ მარკუს რაშფორდის „საუთჰემპტონთან" გატანილი გოლი (0:3) 26 წლის ფეხბურთელისთვის პირველი გახდა ინგლისის ჩემპიონატში 189 დღის განმავლობაში.

ბოლოს ინგლისელმა თავდამსხმელმა მეტოქის კარში ინგლისის პრემიერლიგაში 2023/2024 წლების სეზონის 28-ე ტურის მატჩში „ევერტონთან,“ რომელიც „წითელმა ეშმაკებმა“ 2:0 მოიგეს.

მიმდინარე სეზონში რაშფორდმა ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.113653