ფეხბურთი

21:07 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: „იბერიამ“ „ბათუმი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს, 14 სექტემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. შაბათს სამი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ 3:0 მოუგო.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს იბერიელთა მალელმა შეიკნე სილამ გახსნა. 61-ე წუთზე ნიდერლანდელმა დერეკ აგიაკვამ მეორე ბურთი გაიტანა, 90+2-ზე კი გიზო მამაგეიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ახლა „იბერია“ 45 ქულით მეორე ადგილზეა, 35-ქულიანი ‘დინამო“ კი მეოთხეზე.

დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: „თელავი“ „გაგრას” უმასპინძლებს, „ტორპედო“- „კოლხეთს.“

0.109858