ფეხბურთი

20:39 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ ბუნდესლიგის მე-3 ტურის მატჩში სტუმრად „ჰოფენჰაიმი’ დიდი ანგარიშით დაამარცხა

ბუნდესლიგის მე-3 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ჰოფენჰაიმი“ და „ბაიერი“ შეხვდნენ, „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მატჩის მე-17 წუთზე ლევერკუზენელმა მარტინ ტერჟემ გახსნა ანგარიში. 30-ზე ვიქტორ ბონიფასემ უპირატესობა გააორმაგა. 37-ე წუთზე „ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელმა მერგიმ ბერიშამ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა.

71-ე წუთზე „ბაიერის“ ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა პენალტით ლიდევ უფრო დააწინაურა სტუმრები.. ოთხი წუთის შემდეგ კი ბონიფაცემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბაიერმა“ ექვსი ქულა დააგროვა. ჩაბი ალონსოს შეგირდები ოთხი მატჩის შემდეგ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან. „ჰოფენჰაიმი“ სამი ქულით მე-12 ადგილზეა.

0.114766