ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ქოვენთრი სიტის“ დაუზავდა - 1:1. გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმაც მიიღო, რომელიც ერთი შეხედვით სერიოზული უნდა იყოს.
„უოტფორდი“ მეოთხე წუთზე ჩამორჩა ანგარიშში, ხოლო 67-ე წუთზე ტომ დელე-ბაშირუმ ჩაკვეს შესანიშნავი პასით წონასწორობა აღადგინა.
76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ უწყინარ სიტუაციაში, ისე, რომ არავინ შეხებია, ტრავმა მიიღო. დაახლოებით 5 წუთი მას მოედანზე მკურნალობდნენ ექიმები, საბოლოოდ კი, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ტრავმის ხარისხზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება...
გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის ხუთ მატჩში ერთი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში. „უოტფორდს“ ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 21 სექტემბერს, „ნორვიჩს“ ესტუმრება.