ფეხბურთი

14:53 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: "ნაპოლი" კვარაცხელიას 6 მილიონს სთავაზობს, მისი აგენტი მეტს ითხოვს

„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის განახლების საკითხი ისევ აქტუალურია, ჯერ მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადზე მეტია ამ თემაზე საუბრობენ.

როგორც ცნობილი გამოცემა La Repubblica იტყობინება, „ნაპოლის“ ბოლო შეთავაზებაა კონტრაქტის 2029 წლამდე განახლება, ხელფასის 6 მილიონ ევრომდე მომატებით (ბონუსების ჩათვლით). თავის მხრივ, წყაროს თანახმად, ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი 8 მილიონ ევროს ითხოვს.

თუმცა, მხარეებმა შეიძლება მოლაპარაკებების შედეგად, შეთანხმებას მიაღწიონ, რაშიც დიდი როლი შესაძლოა, ითამაშოს კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩართვამ. მუშაობა გრძელდება, ხვიჩა მზადაა კონტრაქტის გასაახლებლად და უახლოეს თვეებში ყველაფერი უნდა გადაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 92 მატჩში 26 გოლით და 22 საგოლე პასით გამოირჩა.

0.116715