ფეხბურთი

13:56 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "არ ვიცი, "ნაპოლიში" 3 წელი დავრჩები თუ არა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„ნაპოლიში“ სამ წელზე მეტ ხანს დარჩენა? ამას ვერ ვერ ვიტყვი. ბევრი მწვრთნელი ამბობს, რომ სამი წლის შემდეგ ცვლილებები სჭირდება. როდესაც ციკლს იწყებ, იმედი გაქვს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩები, რადგან როცა კარგად მუშაობ, კარგ მემკვიდრეობას ტოვებ.

ფეხბურთი მენატრებოდა, თუმცა ხანდახან გვჭირდება გათიშვა, ვინც ჩემსავით ფეხბურთით ცხოვრობს, დიდი ვნებით, ფეხბურთს დიდ დროს უთმობს, დროდადრო პაუზა უნდა აიღოს, ენერგია უნდა აღიდგინოს. ახლა მე მაქვს დიდი ენერგია და ძალიან დამუხტული ვარ.

მიზანი სკუდეტოა? ეს არ მაინტერესებს, არ მინდა, კონკრეტული მიზნის დასახვა. ვცდილობთ, რაღაც კარგი აღადგინოთ. ცოტა უნდა ვილაპარაკოთ და ბევრი ვიმუშაოთ, რომ ყოველ კვირაში მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ.

რატომ „ნაპოლი“? ეს იყო საინტერესო გამოწვევა, ჩემთვის კარგი შესაძლებლობა, რომ მემუშავა მშვენიერ ქალაქში, ძალიან კარგ ფანებთან, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობენ, რომლებიც იღვიძებენ და იძინებენ ფეხბურთზე ფიქრით. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ ვარ იმდენად მოწიფული, რომ ამას გავუმკლავდე.

ზოგადად, ისტორია მნიშვნელოვანია, ზოგჯერ შეიძლება მასზე მტვერი იყოს, მაგრამ თუ გაასუფთავებ, ისტორია გამოჩნდება და დიდი დახმარება შეუძლია. მქონდა შესაძლებლობა ისეთ ახალგაზრდა პრეზიდენტებთან მემუშავა, როგორებიც ანიელი („იუვენტუსი“ - რედ) და ჟანგი („ინტერი“ - რედ) არიან, რომლებსაც ჩემამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. მეორე მხრივ, დე ლაურენტისს სკუდეტო უკვე მოგებული აქვს და სხვები ეჯიბრებიან“, - თქვა კონტემ.

0.122406