ფეხბურთი

11:02 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის საოცარი პასი მოედნის ცენტრიდან, რასაც "ულსანის" გოლი მოჰყვა (VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ულსანმა“ „განგვონი“ 2:0 დაამარცხა, გიორგი არაბიძემ კი 65-ე წუთამდე ითამაშა, პირველ გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა.

მე-15 წუთზე გიორგიმ მოედნის ცენტრიდან საოცარი პასი გაუკეთა სივრცეში გუსტავ ლუდვიგსონს, რომლის პასის შემდეგ იუნ-გუ კანგმა ანგარიში გახსნა. არაბიძეს „უსლანში“ ჯერჯერობით ორი გოლი აქვს გატანილი და ნელ-ნელა გუნდის შეუცვლელ ფიგურად ყალიბდებდა.

„ულსანი“ K ლიგაში 30 ტურის შემდეგ 54 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს, „ინჩხონს“ ესტუმრება.

0.123507