ფეხბურთი

1:25 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "მეტიც შემიძლია და მომდევნო მატჩში კიდევ უკეთ ვითამაშებ"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ლილთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ბედნიერია თავისი თამაშით, მაგრამ მეტიც შეუძლია და მომავალში უკეთ ითამაშებს:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საღამოს მოგება. სტადიონზე ატმოსფერო გიჟური იყო. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ, საოცარი თამაში იყო და ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ, ეს თამაში უნდა იყოს შთაგონება. ჩემი თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ შემიძლია უკეთ თამაში, უნდა გავაუმჯობესო. შემდეგ მატჩში კიდევ უკეთესი ვიქნები“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენი“ 3 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „ნიცას“ ესტუმრება. ზურიკო დავითაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში ოთხ შეხვედრაში ერთი საგოლე პასია.

0.122997