ფეხბურთი

0:50 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენმა" სეზონში პირველად ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასით მოიგო

„სენტ ეტიენმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და პირველი გოლიც გაიტანა, რაშიც ზურიკო დავითაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა.

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „მწვანეებმა“ შინ „ლილი“ მატიე კაფაროს მიერ მეექვსე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს. კაფაროს საგოლე პასი დავითაშვილმა გაუკეთა, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად იმოქმედა.

ზურიკოს თვითონაც შეეძლო გოლის გატანა, მინიმუმ ორჯერ, მაგრამ არ გაუმართლა. ქართველი მოედანზე ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„სენტ ეტიენი“ 3 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „ნიცას“ ესტუმრება.

0.225677