ზაგრების გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს თენგო ზირაქაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
66 კგ წონით კატეგორიაში ზირაქაშვილმა ნახევარფინალამდე მისვლა პოლონელ კრიშტოფ კლიმკიევიჩთან, აზერბაიჯანელ ნაზირ ტალიბოვთან და უნგრელ ბალინტ გომბაშთან გამარჯვევებით შეძლო, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ ჟანარის რახმეტკალისთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველმა ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიკსს აჯობა და მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ლუკა მოდებაძეს ჰქონდა, მაგრამ რეპეშაჟის შეხვედრა დათმო და უმედლოდ დარჩა.