„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რომელუმ სანაკრებო პაუზა გამოიყენა და ცდილობდა ფიზიკურად და ტაქტიკურად მომზადებულიყო. დიდი ძალისხმევა ჩადო, ყველაფერში იხვეწება და ვნახოთ, ორი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ იქნება თუ არა, ძირითად შემადგენლობაში.
დე ლაურენტისის ცრემლები? მას კლუბის წინაშე დიდი დამსახურება აქვს განვლილ 20 წელიწადში. „ნაპოლი“ სერია C-დან ამ დონემდე მოიყვანა. პრეზიდენტის ემოცია ცხადყოფს, თუ რამდენად ერთგულია მისი ოჯახი ნეაპოლელების მიმართ.
გილმორი და მაკტომინეი კარგი ფეხბურთელები არიან, მათ პრემიერლიგიდან ვიცნობ, როგორც მეტოქე. ისინი ჩვენს დონეს აამაღლებენ, გუნდში კონკურენცია მოაქვთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „კალიარის“ და „ნაპოლის“ მატჩი 15 სექტემბერს გაიმართება.