„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კალიარისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მომდევნო ორ ვარჯიშზე შეაფასებს სიტუაციას ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით.
„ეროვნული ნაკრებებიდან ყველა ფეხბურთელი კარგ კონდიციაში დაბრუნდა. კვარას ჰქონდა კოჭის პრობლემა, თამაშამდე ორი ვარჯიში გვაქვს დარჩენილი, შევაფასებთ სიტუაციას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „კალიარის“ და „ნაპოლის“ მატჩი 15 სექტემბერს გაიმართება.