ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველი შემტევი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.
კვარამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გუნდის თვის MVP-ის ჯილდოც ერგო. აგვისტოში „ნაპოლიში“ ჩატარებულ ოთხ მატჩში მან თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია სერია A-ს MVP-ს ნომინანტიც იყო აგვისტოში, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხა, მას მარკუს ტურამმა აჯობა.
„ნაპოლი“ უახლოეს შეხვედრას 15 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.