ფეხბურთი

1:04 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" საქმის მოსმენა 16 სექტემბერს დაიწყება

„მანჩესტერ სიტის“ საქმის ოფიციალური მოსმენა დამოუკიდებელი კომისიის წინაშე 16 სექტემბერს დაიწყება და პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ინგლისურ კლუბს 115 ბრალდება აქვს წარდგენილი და საქმის წარმოებას დიდი დროც ამიტომ სჭირდება. საბოლოო სასჯელის დადგენა 2025 წლის გაზაფხულამდე არაა დადგენილი. „სიტის“ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება.

მანჩესტერული კლუბის მიმართ სანქციები გამორიცხული არაა, ფინანსური ჯარიმით დაწყებული, პრემიერლიგიდან დაქვეითებით დამთავრებული. ყველაფერი სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„მანჩესტერ სიტის“ წლების წინ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ედავებიან.

0.132534