ფეხბურთი

10:27 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "სანაკრებო შეკრებიდან კვერნაძე ყველაზე მეტად დაღლილი დაბრუნდა"

„ფროზინონეს“ მწვრთნელმა ვინჩენცო ვივარინიმ „ბრეშასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე გიორგი კვერნაძეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სანაკრებო შეხვედრებიდან ის ყველაზე მეტად დაღლილი დაბრუნდა.

„სანაკრებო შეკრებიდან კვერნაძეც დაგვიბრუნდა, რომელიც ყველაზე მეტად დაღლილი დაბრუნდა იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ნაკრებებში იყვნენ, ამიტომ, დღეს დაისვენა და არ უვარჯიშია“, - თქვა ვივარინიმ.

„ბრეშა“ – „ფროზინონეს“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.12847