იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში საბა საზონოვის და საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ადგილობრივი მედია კი, ვარაუდობს, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთ-ერთი ქართველი მცველი იქნება.
რობერტო დ’ავერსამ არჩევანი მათ შორის უნდა გააკეთოს, თუმცა გამოცემების ვარაუდით, ფავორიტი გოგლიჩიძეა და სავარაუდოდ, ის ითამაშებს პირველივე წუთიდან.
გოგლიჩიძე „ემპოლის“ იანვარში შეუერთდა და სერია A-ში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, ხოლო საზონოვი ორი კვირის წინ „ტორინოდან“ იჯარით შეუერთდა ტოსკანურ კლუბს.
აქვე გეტყვით, რომ „ემპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.