ფეხბურთი

21:50 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას"

ხვიჩა კვარაცხელია სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მცირე წერილი გამოაქვეყნა.

„სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ, რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“, - დაწერა სოციალურ ქსელში ხვიჩამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის საწყის ორ ტურში ჩეხეთის (4:1) და ალბანეთის ნაკრებები (1:0) დაამარცხა, ხოლო 11 ოქტომბერს, უკრაინას ეწვევა და 14 ოქტომბერს, ალბანეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118113