რაგბი

22:23 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა გიგაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

საქართველოს ნაკრებისა და „ტულონის“ მორაგბე ბექა გიგაშვილი დაშავდა, რის გამოც გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს.

როგორც L’Equipe იტყობინება, ქართველმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და 32 წლის მორაგბის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია, რის გამოც ის მოედანზე 2-3 თვის განმავლობაში ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ ბექა გიგაშვილი „ტულონში“ 2019 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „გრენობლის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118136