„პარი სენ-ჟერმენს“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელისთვის, კილიან მბაპესთვის 55 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ფრანგული მედიის ცნობით, მბაპემ უარი თქვა თავის ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებებზე და სასამართლოში უჩივლა, პირველი ბრძოლა კი, მოიგო კიდეც. ამრიგად, პსჟ-მ კილიანს აპრილის, მაისის და ივნისის ხელფასები და ბონუსები უნდა გადაუხადოს.
პსჟ-ს სურდა მიეღწია ჯენტლმენური შეთანხმებისთვის, მაგრამ მბაპემ უკან არ დაიხია და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა. როგორც ჩანს, კილიანის მცდელობამ შედეგი გამოიღო.
თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა და მბაპესთვის ფულის ანაზღაურების გარდა, შეიძლება „პარი სენ-ჟერმენს“ სპორტული სანქციებიც დაეკისროს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგიდან გამორიცხვა.