ფეხბურთი

16:12 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა კვიპროსის ნაკრები დატოვოს

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა, რომელიც სავარაუდოდ პარასკევს გაიმართება.

კვიპროსული გამოცემები წერენ, რომ ქეცბაიას ნაკრებში ნაკლებად აქვს მომავალი და მის შემცვლელად უკვე აქტიურად ასახელებენ სოფრონის ავგუსტუსს.

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებში თითქმის სამი წელია მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით კვიპროსმა ცოტა ხნის წინ სტუმრად 1:0 დაამარცხა ლიეტუვა, მაგრამ შინ კოსოვოსთან 0:4 წააგო.

0.120767