ფეხბურთი

14:49 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ზამთარში მარჯვენა მცველის შეძენა სურს, კანდიდატები მინგესა და კიმიხი არიან

„ბარსელონა“ ზამთარში მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას აპირებს. თავდაპირველად კატალონიელებს სურდათ ჟოაუ კანსელუს ყიდვა „მანჩესტერ სიტიდან,“ მაგრამ ის საუდურ „ალ-ჰილალში“ გადავიდა. ამჟამად ჟიულ კუნდე იძულებულია დაცვის მარჯვენა ფრთაზე ითამაშოს.

ამასთან დაკავშირებით, „ბარსა“ განიხილავს ოსკარ მინგესას ვარიანტს, რომლის კონტრაქტი „სელტასთან“ 2026 წლამდეა გათვლილი. ამასთან, კატალონიელებს აქვთ 25 წლის ესპანელის 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა. „ბლაუგრანამ“ ასევე შეინარჩუნა 20 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელის უფლებების 50%.

კიდევ ერთი კანდიდატი „ბაიერნის“ იოზუა კიმიხია, რომელიც ივნისში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. 29 წლის გერმანელს კარგად იცნობს „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენურ კლუბსა და გერმანიის ნაკრებში ერთობლივი მუშაობიდან.

0.119731