ფეხბურთი

16:45 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: "საქართველოსთან ფრე სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ პირველი რომ გაგვეტანა, მოვიგებდით"

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ TV Klan-ის გადაცემა Opininon-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებთან მატჩზეც ისაუბრა.

ბრაზილიელ სპეციალისტს აზრი არ შეუცვლია და დაახლოებით ისე ისაუბრა, როგორც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. სილვინიოს განცხადებით, სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა:

„სამწუხაროდ წავაგეთ, სტადიონი სავსე იყო და მოლოდინი საკმაოდ კარგი იყო, მოგება ან ფრე. წელიწადნახევრის შემდეგ ეს პირველი წაგებაა საკუთარ მოედანზე, გოლიც პირველად გავუშვით და ვწუხვარ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თუმცა, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს.

ძალიან რთული მატჩი იყო, ასე რომ იქნებოდა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი. ჯგუფში ყველა გუნდი ძლიერია, მაგრამ საქართველო ფიზიკურად განსაკუთრებულად ძლიერია და ტაქტიკურადაც განსწავლული გუნდია, რთულია მის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქეს სივრცეებს თითქმის არ უტოვებს. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა.

ვფიქრობ, პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, მატჩი ჩვენს სასარგებლოდ 1:0 დასრულდებოდა. რთული მატჩი იყო, რადგან ორივე გუნდი ტაქტიკურად ძალიან კარგად თამაშობდა. ფეხბურთელებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს, მოედანზე ყველაფერი გაიღეს“, - თქვა სილვინიომ.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118344