14:07 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტი გომესისთვის „ლივერპული,“ „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“ იბრძოლებენ

„ლილის“ ნახევარმცველმა ანხელ გომესმა პრემიერლიგის კლუბების ყურადღება მიიპყრო, იუწყება The Sun.

წყაროს ცნობით, 24 წლის ინგლისელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი „ნიუკასლია,“ მაგრამ „კაჭკაჭებს“ შესაძლოა კონკურენცია გაუწიონ „ლივერპულმა“ და „ტოტენჰემმა.“

სექტემბერში გომესს ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ერთა ლიგის მატჩებში. ის ირლანდიასთან მატჩში ის (2:0) შცვლაზე შევიდა, ფინეთთან კი მთელი მატჩი ითამაშა (2:0).

ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. ის „ლილში“ 2020 წელს გადავიდა. მას შემდეგ გომესმა ფრანგულ კლუბში 118 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114995