ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მუშაობით უკმაყოფილოა - წერს L'Equipe.
წყაროს ცნობით, 25 წლის ვარსკვლავმა სექტემბრის შეკრებისას საწვრთნელ ბანაკში ეროვნულ ნაკრებში ტაქტიკური ვარჯიშის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მან ეს მწვრთნელებს პირისპირ საუბრისას უთხრა.
საფრანგეთი ერთა ლიგის მატჩებში იტალიასთან დამარცხდა (1:3) და ბელგიას (2:0) მოუგო. ორი ტურის შემდეგ დიდიე დეშამის გუნდი A ლიგის მეორე ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ამ ზაფხულს, მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მიმდინარე სეზონის 5 მატჩში თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა.