ფეხბურთი

12:19 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდი შესაძლოა საგადასახადო თაღლითობისთვის გაასამართლონ

საფრანგეთის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილ თავდამსხმელს ჯიბრილ სისეს შესაძლოა ერთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს - გვამცნობს RMC Sport.

43 წლის ყოფილ ფეხბურთელს საგადასახადო თაღლითობასა და კორპორატიული აქტივების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე საფრანგეთის პროკურატურამ სასამართლოს სისეს 100 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმება სთხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს გაცხადდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116055