ფეხბურთი

11:46 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესს სატელევიზიო კამერაზე დარტყმის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

არგენტინის ნაკრების მეკარეს, ემილიანო მარტინესს, კოლუმბიასთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ ოპერატორის კამერაზე დარტყმის გამო, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია დაემუქროს. ამის შესახებ canalrcn.com წერს.

არგენტინის ნაკრები ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ემილიანო მარტინესს ოპერატორი მიუახლოვდა, მეკარემ კი კამერას დაარტყა. აღნიშნულია, რომ ადამიანზე თავდასხმისთვის, რომელიც არ არის მატჩის ოფიციალური პირი, შეიძლება დაწესდეს მინიმუმ სამი თამაშით დისკვალიფიკაცია.

25-ე წუთზე ანგარიში კოლუმბიის ნაკრების მცველმა იერსონ მოსკერამ გახსნა. 48-ზე არგენტინელთა საპასუხო გოლი თავდამსხმელმა ნიკოლას გონსალესმა გაიტანა. გამარჯვება მასპინძლებს ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა მოუტანა, რომელმაც 60-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

0.115728