11:08 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ლა ლიგის მომდევნო მატჩში მადრიდის „რეალის" ერთ-ერთი ლიდერის დასვენება სურს

მადრიდის „რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი შესაძლოა „რეალ სოსიედადთან" ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის მოახლოებულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩეს. ამის შესახებ Sport.es იტყობინება.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ესპანელს დასვენება სურს იმის გამო, რომ მან უეფას ერთა ლიგის ორივე მატჩში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, ასევე მიიღო მონაწილეობა „რეალის“ ხუთივე მატჩში. სეზონის დაწყებიდან. აქედან ოთხ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის სურს დასვენებული კარვახალის ხილვა „შტუტგარტთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება.

0.113517