ფეხბურთი

1:22 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა საგანგაშო არ გამოდგა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ნაპოლის“ სამედიცინო სტაფმა ქართველის მდგომარეობა შეამოწმა და დაზიანება საგანგაშო არაა.

შესაბამისად, კვარა 15 სექტემბერს, „კალიარის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.

მოგეხსენებათ, ალბანეთთან მატჩის შემდეგ კვარამ თქვა, რომ კოჭი გადაუბრუნდა, რის გამოც მეორე ტაიმი ტკივილით ითამაშა, ხოლო 75-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი, საგოლე პასი მიითვალა.

0.111791