ფეხბურთი

23:19 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრების მწვრთნელს დაუპირისპირდა

ჩილელმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიკარდო გარეკა გააკრიტიკა.

ვიდალის აზრით, არგენტინელი სპეციალისტი ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელებს არ იძახებს და ლიბერტადორესის მატჩებს საერთოდ არ უყურებს.

„თითქოს, მარტო არგენტინულ ფეხბურთს უყურებს. ეს ყვ*** ლიბერტადორესის თასის მატჩებს არ უყურებს“, - დაწერა ვიდალმა სოციალურ ქსელში.

ჩილე ძალიან წარუმატებლად თამაშობს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, სადაც 8 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.146287