სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:45 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რებროვი: "მინდა, ეს უარყოფითი ემოციები ოქტომბრის მატჩებისთვის მოტივაციად ვაქციო"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ჩეხეთთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. როგორც მან თქვა, ეს უარყოფითი ემოციები სურს, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის მოტივაციად აქციოს.

„მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ორივე მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს, თუნდაც ჩეხეთთან, რომელიც გასვლითი თამაში იყო. ახლა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეგვიძლია ფანებისთვის, რომ უკეთესი შედეგით ვერ გავახარეთ და ვთხოვ მათ, რომ ჩვენს მიმართ ნდობა შეინარჩუნონ.

მინდა, ეს უარყოფითი ემოციები ოქტომბრის საშინაო მატჩებისთვის მოტივაციად ვაქციო, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფში სიტუაციის გამოსასწორებლად“, - თქვა რებროვმა.

აღსანიშნავია, რომ რებროვმა გადადგომა გამორიცხა, თქვა, რომ მუშაობას აგრძელებს. მას მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომაც, მიუხედავად ბოლო პერიოდში წარუმატებელი შედეგებისა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას ერთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია, მომდევნო მეტოქე კი, საქართველოა, რომელსაც პოზნანში დაუხვდება (11 ოქტომბერს).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11952