რაგბი

22:10 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 24:31 არესი

2024/25 წლების crocobet დიდი 10-ის პირველი ტურის დასკვნით შეხვედრაში, ქუთაისის ‘არესმა’ ‘ხარები’ რუსთავში 31:24 დაამარცხა და პირველ გამარჯვებასთან ერთად, „სარბიელის სინიც“ შეინარჩუნა.

„ხარები არენაზე“ თამაში დაბალ ტემპში წარიმართა, თუმცა ჯამში გუნდებმა პირველ ტურში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვეს.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ‘ხარები’ ხელდახელ სწრაფი შეტევებით ცდილობდა მიზნის მიღწევას და მეორე ჯერზე ანგარიში გახსნა. ანარე ტუიტაიმ ფეხით გადაკიდა ბურთი, მას მაიკელი როკონდინონო მიყვა და ანგარიში გახსნა. მე-8 წუთზე ტუიტაი კიდევ ერთხელ გაიქცა მარცხენა ფრთაზე როკონდინონო მეორე ლელოს გაიტანდა, მაგრამ მან ეს პატივი ცოტნე უსენაშვილს დაუთმო. სანდრო მარგიანმა ორივე გარდასახა მასპინძლები 14:0 დაწინაურდა.

‘არესს’ ტაიმის შუაში ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ გიორგი თევდორაძის დარტყმული არაზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ზურაბ ძნელაძემ თავის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და ლელომდე ირბინა, თუმცა კარის წინ პატერსიო ფინაუ მოძებნა და მისი ლელო თევდორაძემ გარდასახა. საპასუხოდ ჯარიმა ‘ხარებსაც’ გაუცუდდა და ტაიმი 14:7 დასრულდა.

პირველ ტაიმში ‘არესმა’ მოლით ლელოს გატანა არაერთხელ სცადა და ამან შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო. მიზანს ზაალ ცქიფურიშვილმა უწია და თევდორაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 54-ე წუთზე ცქიფურიშვილი უკვე სინბინით დაისაჯა და მარგიანმა ჯარიმით საკუთარ გუნდს ლიდერობა დაუბრინა.

58-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე ვანო გელაშილმა მიიღო და 10 წუთით ‘ხარებიც’ 14 კაცის ამარა დარჩა. ამით ქუთაისელებმა ისარგებლეს, 63-ე წუთზე შერკინებიდან ბურთი ბოლომდე ჩაათანაშეს და ლელო ჯოსევანი ნდრავამ გაიტანა. თევდორაძე რთული პოზიციიდან ზუსტი იყო. 70-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ნდრავა მარცხენა ფრთაზე ერთხელაც გაიქცა და თავისი გუნდის მორიგი ლელო გაიტანა.

დასკვნით წუთებში ‘ხარები’ გამოცოცხლდა, მეტოქის 22-ში ჯარიმა გაათამაშა და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ თამაზ ჭამიაშვილმა ძალისმიერი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ რუსთაველებმა კვლავ დაუშვეს შეცდომები, რთაც გაწითლებულ დროზე რუსლან გიგაშვილმა ისარგებლა და ძალისმიერი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

‘არესმა’ სტუმრად 31:24 მოიგო და 4 საცხრილო ქულა ჩაიწერა, ‘ხარები’ კი ნუგეშ-ქულას დასჯერდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი თევზაძე გახდა.

RUGBY.GE

0.114644