ფეხბურთი

19:36 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ოსიმენთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ის ხშირად მოედანზე ეცემა და სიმულაციას მიმართავს"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „გალათასარაის“ ახალწვეულ ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა, რომელთანაც შარშან „რომა“ – „ნაპოლის“ შეხვედრაში მცირე კამათიც მოუვიდა.

„ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, გალათასარაიმ ძალიან კარგი ტრანსფერი გააკეთა. მე მასთან არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ არ მომწონს, როგორც იქცევა ხოლმე, როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობ. ის მიწაზე ზედმეტად ხშირად და უსაფუძვლოდ ეცემა. „რომა“ – „ნაპოლის“ მატჩის დროს მას ვუთხარი: „სალაჰთან ერთად აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, წარსულში კი, იყვნენ დროგბა, ეტო’ო და ვეა, შენ ასე არ უნდა იქცეოდე“, - აღნიშნა ჟოზემ.

პორტუგალიელმა ასევე თქვა, რომ წარსულში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ორჯერ იწვევდნენ, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან ჯერჯერობით, სანაკრებო ფეხბურთში თავს ვერ ხედავს:

„წარსულში მქონდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. ორჯერ მივიღე შემოთავაზება ინგლისიდან, თუმცა უარი ვთქვი. თვეში ერთი ან ორი მატჩის თამაში, ფეხბურთელების დასაკვირვებლად მოგზაურობა, ლოდინი, ეს არ მომწონს. ახლა ბევრი ენერგია მაქვს, შეიძლება ერთ დღეს, როცა მოხუცი და დაღლილი ვიქნები, ნაკრებში მუშაობას დავთანხმდე, მაგრამ არა დღეს“, - თქვა მოურინიომ.

0.116912