საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ალბანეთთან მოგებულ მატჩს (1:0), რომელშიც გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა, სოციალურ ქსელის მეშვეობითაც გამოეხმაურება.
„ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ. როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.
სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით“, - დაწერა ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ზუსტად ერთი წლის წინ, ნორვეგიასთან ჰქონდა. მას შემდეგ მან 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.