ფეხბურთი

10:20 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერთან შეუძლია ბრძოლა და გამარჯვება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ალბანეთთან მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვულოცავ საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში არ გამოგვდიოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, მეორე ტაიმში უფრო გამოგვივიდა. ვფიქრობ, ჩეხეთთან უფრო ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებში მთავარი შედეგია. ეს გამარჯვება წინ წაგვწევს, ჯგუფში უკვე ფავორიტები ვართ. უნდა გავაგრძელოთ შრომა, ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, წინ კიდე ბევრი თამაშია და ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ მზადება მომდევნო მატჩებისთვის. უკრაინა ძალიან ძლიერი ნაკრებია, თუმცა, ვფიქრობ, უკვე ვაჩვენეთ, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის უნარი, რომ თითოეულ მეტოქესთან იბრძოლოს და გაიმარჯვოს. მთავარია ისე გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.116001