ფეხბურთი

11:27 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ძალიან კარგია, რომ ასეთი ჩამოყალიბებული გუნდი ვართ"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ალბანეთთან მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ შეხვედრაში ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ გუნდმა დაღლილობის მიუხედავად ხასიათი გამოავლინა.

„საინტერესო თამაში გამოვიდა, მაგრამ სასიამოვნო ისაა, რომ ასეთ მძიმე მატჩში, როცა ასეთი დაღლილები ვიყავით, მაინც მოვიგეთ. ხასიათი გამოვავლინეთ, რაც ჩემთვის სასიხარულოა, რადგან ასეთ მატჩებში ხდება ხასიათის გამოვლენა. ქოჩორამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა მოგებაში. 1:0 მოგება ფეხბურთში ყველაზე რთულია, გოლის შემდეგ ძალიან სწორად ვთამაშობდით, მეტოქეს მომენტი თითქმის არ ჰქონია, რაც მეტყველებს სწორ ტაქტიკურ მოძრაობასა და დაცვაში კარგ თამაშზე. დაცვით ფეხბურთს ძალიან მაგრად ვთამაშობთ და ძალიან კარგია, რომ ასეთი ჩამოყალიბებული გუნდი ვართ, ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და საქართველო ფორმაშია“, - თქვა კაშიამ.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.121351