საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან გამარჯვების (1:0) შემდეგ თქვა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და შრომას გააგრძელებენ.
„ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც გვგულშემატკივრობდა. ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით, რადგან ვიცით, რომ ერთ თვეში უკან დაბრუნება მოგვიწევს და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში.
ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გავიტანდი, არავის დავუჯერებდი, ჩემი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, შენი თავის უნდა გჯეროდეს, იშრომო მიზნებისთვის და აუცილებლად მიაღწევ. მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე დადგა. ამაზე არ გავჩერდებით, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები, ამის საშუალებაც არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ გაჩერების უფლებას.
გოლის აღნიშვნის სტილი ჩემთვის კაპიტანი ამერიკაა, როგორც მოგეხსენებათ, მისი ისტორია ბავშვობაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც ვფიქრობ, მეც გამაჩნია, ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მერე? ამით ახლა უარყოფითად წარმოაჩინეთ რუსული მხარე მოკლე ჭკუით თუ რას აკეთებთ მსგავსი სტატიებით? არ ვიცი ეს ზენიტის რომელი ჯგუფი იყო, მაგრამ დავნაძლევდები, რო რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იქნებიან, რადგან თვითონ პუტინია ჩვეულებრივი იმპერიალისტი, რაც თავისთავად იმპერიალიზმის გამოვლინებაა, მაგრამ ამას რუსთავი ორში და მსგავს სიქიმვიზიებში და გამოცემებში არ გამოგიქვეყნებენ. ეს კლუბი მათია და მათივე გადასაწყვეტი უნდა იყოს ვის ათამაშებენ და ვის არა, ლოგიკური უნდა იყოს წესით.
გლობალიზმი უნდა დამეწერა იქ*
ხოლო სტადიონზე თუ გადაუხტებიან და ცემენ შე შავოო, ეგ სხვა ამბავია და გასაგები იქნება სანქცია ამ შემთხვევაში.
დისკვალიფიკაცია ეგრევე ამ ყ ეებს მალკომიც ცალკე ყ ეა ზენიტის გარდა უკეთესი გუნდი რო ვერ მონახა
ჯერ ყენოს გამარჯობა არ უთხრეს ვარჯიშზე რო მივიდა.
მერე ოქრის სულ შავტ.აკა ეძახეს.
დიდი ხანია ვიცით ამათი ამბავი.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
აღიარებაც რო არ უნდათ რო რასისტი ყ.. არიან)) რა დავუშავეთ ღმერთს რო ესენი არიან ჩვენი მეზობლები:/
ჰოდა ამ თქვენი "ტრადიციის" გამო რომ ევროთასებიდან რამდენიმე წლით გაგაჯმევინონ, კი იქნებით ღირსები
უეფამ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს.