ფეხბურთი

12:30 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰისაი: "კვარაცხელიას წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომები მივიღეთ"

ალბანეთის ნაკრების მცველმა ელშიედ ჰისაიმ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ცუდად არ უთამაშიათ, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ კი, განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

„კარგი მატჩი ჩავატარეთ, ცუდად არ გვითამაშია. დაღლილები ვიყავით. საქართველო მზარდი გუნდია, ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერია. დაგეგმილი გვქონდა, რომ კვარას წინააღმდეგ ორ კაცს გვეთამაშა, რომ სივრცეები არ ჰქონოდა, ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, განსაკუთრებული ზომები მივიღეთ. მოედანზე ბრწყინვალება გვაკლდა, უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, უფრო ჭკვიანურადუნდა ვითამაშოთ, პატარა დეტალები ყველაფერს წყვეტს. სულისკვეთება არ გვაკლდა, მაქსიმუმი გავიღეთ“, - თქვა ჰისაიმ.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.251406