ფეხბურთი

2:35 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ, ჩვენი გუნდი დიდი ოჯახია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ ერთა ლიგის ჯგუფში დარჩენილ პერიოდში დაძაბულ ბრძოლებს ელოდება.

„მთავარი გუნდია, გოლს ვინ გაიტანს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ, გამარჯვებით ბედნიერები ვართ. ალბანეთი ძლიერია, დაცვაშიც და შეტევაშიც, მაგრამ დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. ერთა ლიგა ძალიან კარგად დავიწყეთ, ორიდან ორი მოვიგეთ, მაგრამ რთული ჯგუფია, პირველ ადგილზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია.

მთავარია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ, გვიხარია, რომ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენი გუნდი დიდი ოჯახია, ყველა კარგად გრძნობს თავს, ოჯახი ვართ და ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით“, - აღნიშნა ხვიჩამ.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.114291