ფეხბურთი

20:12 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მოლდოვას დაუზავდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერად ფრეს დასჯერდა.

ორი დღის წინ ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 3:1 აჯობეს, თუმცა, ახლა მოლდოვამ უფრო სერიოზული წინააღმდეგ გაუწია მასპინძელს. სტუმრები 29-ე წუთზე ნიკიტა ჟოსანის გოლით დაწინაურდნენ და ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ 89-ე წუთზე რევაზ კირვალიძემ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 1:1.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის გუნდი, ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი - სლოვენია, პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121242