ფეხბურთი

18:58 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოპმაინერსი: "სხვა გუნდებიც იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მხოლოდ "იუვეში" თამაში მსურდა"

ტურინის „იუვენტუსში“ ტეუნ კოპმაინერსი მედიის წინაშე წარადგინეს. როგორც მან თქვა, სხვა კლუბები იჩენდნენ ინტერესს, მაგრამ მას „იუვეში“ თამაში სურდა.

„დიახ, ჩემით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მე მხოლოდ „იუვენტუსში“ თამაში მინდოდა. ბავშვობიდან ვუყურებდი სერია A-ს და „იუვეს“ მატჩებს. მთავარი გუნდური მიზნების მიღწევაა და პირადი მიზნები არ მაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდს დავეხმარო“, - თქვა კოპმაინერსმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ტეუნ კოპმაინერსი „ატალანტადან“ ბონუსების ჩათვლით თითქმის 60 მილიონ ევროდ დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111711