ფეხბურთი

14:46 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინმა თანაგუნდელები საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ გააკრიტიკა

ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა საფრანგეთთან ერთა ლიგის მე-2 ტურში მარცხის (0:2) შემდეგ საკუთარი თანაგუნდელები გააკრიტიკა.

„ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში ყველა ასპექტში, არ ვართ საკმარისად კარგები იმისათვის, რომ მივაღწიოთ უფრო მაღალ დონეს. მაგრამ სწორედ ამ მიზეზით უნდა გავიღოთ ყველაფერი და თუ არა, მაშინ დამთავრდა. ზოგი თავის მოვალეობებს კარგად არ ასრულებს.

შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ 2018 წლის დონეზე არ ვართ, მაგრამ სხვა რაღაცეები მიუღებელია, მაგრამ არ გავახმოვანებ“, - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს VTM News.

ერთა ლიგის A ლიგის მე-2 ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ ბელგიას სამი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

0.117649