ფეხბურთი

23:27 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "სამ დღეში ორი მატჩისთვის მზად არ ვართ, სხვა რას უნდა ველოდოთ?"

კვიპროსის ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე კოსოვოს ნაკრებთან დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

„ასეთ მოკლე პერიოდში ორი მატჩის ჩასატარებლად მზად არ ვართ. დაღლილები ვიყავით, ასე ხდება, როცა ასეთ გუნდებთან თამაშობ იმ ფონზე, როცა ჩვენს ჩემპიონატში კვიპროსელები არ თამაშობენ. რას უნდა ველოდოთ? ასევე რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ვინც თამაშობდა, მეტს ველოდი.

ეროვნულ ნაკრებს ყოველთვის აქვს მომავალი და სანამ არსებობს ქვეყანა, იქნება ნაკრებიც, ეს ასეა. როდესაც მე ჩავიბარე ნაკრები, ბოლო ლიგაში იყო, ახლა კი, ლიეტუვას მოვუგეთ და არ მგონია, რომ ბოლო ლიგაში გავვარდეთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ნაკრებს ორ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული.

0.11429