ფეხბურთი

19:39 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცოუფალი: "საშინლად ვითამაშეთ, ხაფანგში გავებით და იმედია, ეს აღარ განმეორდება"

ჩეხეთის ნაკრების მცველმა ვლადიმირ ცოუფალმა უკრაინასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსთან განცდილ მარცხზე ვრცლად ისაუბრა.

„ამ თამაშის სწრაფად დავიწყება მოგვიწია, რადგან კიდევ ერთი თამაში გვაქვს. სწრაფი ანალიზი გავაკეთეთ, თუ რა იყო არასწორი. ახლა ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ რაც იქნება და არა იმაზე, რაც იყო. ამ თამაშიდან ყველაზე მეტად ჩვენი უზარმაზარო გულუბრყვილობა მაღიზიანებს, ეს დიდი ხანია არ განმიცდია და იმედია, აღარ განმეორდება. ეს იყო უსისხლო თამაში, გასახდელში საუბარი მოგვიწია და იმედი მაქვს, რომ არც ერთ ჩვენგანს ასეთი თამაში აღარ ექნება. ჩვენ ყველანი ერთ ნავში და ჩეხეთისთვის ვიბრძვით. უნდა ვისწავლოთ ასეთი მატჩებიდან და ეს უარყოფითი გამოცდილება სამომავლოდ გამოვიყენოთ.

ყველაფერი საშინლად გავაკეთეთ და ქართველების ხაფანგში ჩავვარდით. საწყისი ოცი წუთი კარგი იყო, შემდეგ დაიწყო ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. თუმცა, ახლა ეს ყველაფერი უკან უნდა დავტოვოთ, მთავარია, მოვემზადოთ, განსაკუთრებით გონებრივად.

როგორც მოთამაშეები ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მწვრთნელი არ არის მოედანზე, მას შეუძლია ყველაფერი გვითხრას, მაგრამ თუ ეს მოედანზე არ შევასრულეთ, მაშინ მწვრთნელი ვერაფერს იზამს. ჩვენ ვთამაშობთ არა მხოლოდ მწვრთნელისთვის, არამედ მთელი ჩეხეთისთვის, გვინდა ჩეხებმა ჩვენით იამაყონ, თუ ჩეხეთი იამაყებს ჩვენით, ალბათ, მწვრთნელიც იამაყებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კარგი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და გვინდა, რომ დიამეტრულად განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ“, - თქვა ცოუფალმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ 4:1 გაიმარჯვა.

0.115889