ფეხბურთი

19:25 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან მატჩის შემდეგ ფსიქოლოგიურად კარგი მდგომარეობა არ გვაქვს"

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა უკრაინასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც კომენტარის გაკეთება საქართველოსთან განცდილ მარცხზეც მოუწია:

„გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება, ტაქტიკაზე პირდაპირ კომენტარის გაკეთება არ მინდა, მაგრამ შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. საქართველოში მატჩის შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგი არ არის, მაგრამ სხვა გზა არაა, ვცდილობთ, ბიჭები სამშაბათის მატჩისთვის მენტალურად მოვამზადოთ. რა თქმა უნდა, ვიღებთ კრიტიკას, რადგან სამართლიანია.

მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვარ, განსაკუთრებით ახლა, რადგან თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ვისწავლე ზეწოლასთან ერთად ცხოვრება და ამისთვის მზად ვარ. მჯერა ჩემი ფეხბურთელების, ვფიქრობ ბიჭები ხასიათს გამოიჩენენ“, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ 4:1 გაიმარჯვა.

0.073801