ფეხბურთი

18:44 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კელეჰერი: "ლივერპულმა" მამარდაშვილის შეძენით აჩვენა, რომ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს"

„ლივერპულის“ მეკარემ კევინ კელეჰერმა განაცხადა, რომ მას მუდმივად თამაში სურს, გიორგი მამარდაშვილის შეძენით კი, მისი აზრით, კლუბმა აჩვენა, რომ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა.

„ბოლო პერიოდში ნათლად განვაცხადე, რომ მინდა პირველი ნომერი ვიყო და ყოველ კვირაში ვითამაშო. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება კიდევ ერთი მეკარის შეძენის შესახებ, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს სხვა მიმართულებით წასულიყვნენ“, - თქვა კელეჰერმა.

შეგახსენებთ, რომ კელეჰერი ამჟამად „ლივერპულის“ მეორე მეკარე ალისონის შემდეგ, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ინგლისურ გრანდს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.

0.106321