ინგლისელი ჟურნალისტი ჯასტინ ბიტი ფიქრობს, რომ „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძე 20 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტად უნდა გაყიდოს.
როგორც მან თქვა, იასერ ასპრილიაზე და ჟოაო პედროზე ნაკლები ქართველი ფეხბურთელი არ ღირს:
„გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია. ის ისეთი ფეხბურთელი ხდება, როგორსაც ყველანი ვიმედოვნებდით, როცა შევიძინეთ. ძალიან რთულია მისი ზუსტი ფასის დადგენა, არ ვისურვებდი, რომ ის იმაზე ნაკლებად გავყიდოთ, ვიდრე იასერ ასპრილია ან ჟოაო პედრო წავიდნენ, რომლებშიც 20 მილიონ გირვანქაზე მეტი გადაიხადეს. შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს, რომ მას ასე ვაფასებთ, თუმცა, ძალიან რთულია მისი ზუსტი ფასის დადგენა“, - თქვა ბიტიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.